პავლოვნია მრავლდება ნერგით



მოგესალმებით მეგობრებო, წინა თავში ჩვენ ვისაუბრეთ „პავლოვნიას“ (მომავლის ხე) თესლით გამრავლების შესაძლებლობაზე. ამ თავში პატივი მაქვს გაგიზიაროთ  ჩემი მწირი გამოცდილება „პავლოვნიას“ გამრავლების უფრო მარტივ მეთოდზე–  სანერგიდან აღებული ნერგების დარგვისა და მოვლის  შესახებ, აგრეთვე იმ პატარა ნიუანსებზე   გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს უდანაკარგოდ, სწრაფად და ეფექტურად მივიღოთ ის საბოლოო შედეგი, რაც ჩვენს მიზანს წარმოადგენს, ეს მიზანი კი, ინტერესების და შესაძლებლობების  მიუხედავად,  ყველასთვის ერთია –მივიღოთ ჯანმრთელი, ლამაზი და ეფექტური ნაზარდი.
ნერგის არჩევა:  აუცილებელია შეიძინოთ სწორედ  ის ჯიში,   რომელიც თქვენთვის უფრო მისაღები და მოსაწონია, რადგან ცნობილია „პავლოვნიას“ ათამდე სახეობა.  ადგილობრივი  კლიმატური  პირობების გამო  შეზღუდულია არჩევანი.  მე, მაგალითად, ავირჩიე „ტომენტოზა“, რომელიც გამოირჩევა შედარებით მკაცრი კლიმატური პირობებისადმი მდგრადობით  (-150C-მდე ყინვას უძლებს). დასარგავი მასალა უნდა იყოს, სულ მცირე, ფანქარზე  მსხვილი, დაახლოებით თითის სიმსხო, და ფესვთა სისტემა უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული.   


გაგრძელება იქნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий